03 ივლ - 18 ივლ
სტანდარტი
არქიტექტორი
თბილისი, ორთაჭალა
არქიტექტურული კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 2000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

არქიტექტურული კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე

თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა

ფუნქციები:

  • საშუალო და დიდი ზომის არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
  • საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა;
  • არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობის შესწავლა, შესწავლილი დოკუმენტაციის შინაარსის გაანალიზება, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში სხვადასხვა საკითხების (წყალმომარაგება, ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ) გათვალისწინება;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დავალებების/მითითების შესრულება.

მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა- არქიტექტურა, კვალიფიკაცია-არქიტექტორი.
  • სამუშაო გამოცდილება: არქიტექტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • პროგრამები: AUTOCAD/ARCHICAD მინიმუმ ერთ-ერთის ცოდნა;
  • წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სასურველია :

  • Photoshop-ისა და 3D max-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება

თემატიკა:

  • საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
  • საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“;

კომპეტენციები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • შედეგზე ორიენტაცია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ ელ ფოსტაზე: tamargvichiani@yahoo.com

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე:

+995 577 171105

+995 577 797793


სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი
ნახვები 249
უნიკალური ნახვები 238