01 ივლ - 30 ივლ
სტანდარტი
ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 555 56 85 85
ჩვენ ვართ "Botanique Beauty" - სილამაზის სალონთა ქსელი უნიკალური გარემოთი და მაღალი ხარისხით.
ამჟამად ვეძებთ ადმინისტრატორს ჩვენი გუნდისთვის.

ხელფასი დაახლოებით 1000-1200 ლარი
მოქნილი გრაფიკი

ადმინისტრატორის მოვალეობები:
  • ჩვენი სტუმრების დახვედრა და გაცილება
  • მომხმარებლისთვის ჩვენი სერვისების გაცნობა
  • სტუმრების გამასპინძლება სასმლით და ვიზიტის განმავლობაში მათთვის ყურადღების მიქცევა
  • სალაროსთან მუშაობა
  • სალონის გახსნა და დახურვა
  • სალონის მომზადება თანამშრომლებისა სტუმრებისთვის
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
  • საჭირო პროდუქციის მარაგის დროულად შევსება

ჩვენთვის იდეალური კანდიდატია:
  • ის, ვინც იცის, რა არის კარგი სერვისი და მზადაა, გასცეს ის
  • რომელსაც აქვს ადმინისტრატორის გამოცდილება ან კარგად ესმის მისი მოვალეობები
  • ვისაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა
  • უკვე დამთავრებული აქვს სასწავლებელი, ან სურს სწავლასთან შეთავსებით მუშაობა
  • აქვს გამართული წერილობითი და ზეპირი მეტყველების უნარი
  • შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა
  • იცის ქართული, ინგლისური და რუსული ენები

ჩვენ ახალ თანამშრომელს ვთავაზობთ:
  • უნიკალურ კორპორაციულ კულტურას
  • განვითარების პერსპექტივას
  • მეგობრულ გუნდს
  • კონკურენტუნარიან ხელფასს + ბონუსს
  • სილამაზის პაკეტს (უფასო მანიკიურს, სხვადასხვა ფასდაკლებებს)

დაგვიკავშირდით:
ნომერზე +995 555 56 85 85
მოგვწერეთ whatsapp-ზე
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სურათი ელფოსტაზე: botaniquen@gmail.com
გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურ ქსელებში
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 242
უნიკალური ნახვები 233