23 ივნ - 17 ივლ
PR-სა და მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი, ავლაბარი, წინანდლის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის PR-სა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია და საჯარო გაშუქება“
  • თანამშრომლობა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან“
  • სტარტაპ ეკოსისტემასთან ინტეგრაცია, პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის PR და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება უნივერსიტეტის საერთო ბრენდირების პოლიტიკის ფარგლებში;
  • ფაკულტეტის პროგრამების, პროექტების, მიღწევებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შიდა და გარე აუდიტორიებისთვის;
  • სოციალური მედიის, ვებგვერდის, საინფორმაციო მასალების და მედია კამპანიების მართვა;
  • ფაკულტეტის ღონისძიებების (ღია კარის დღე, გამოფენები, პრეზენტაციები, კონკურსები და სხვა) დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წარმატებების გაშუქება და ფაკულტეტის იმიჯის გაძლიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (აუცილებელია მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან კომუნიკაციების მიმართულებით);
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office;

პიროვნული უნარები:
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ცოდნა;
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
  • ორგანიზების უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები:
  • CV - ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;


დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის, 17 ივლისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები,
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 57
უნიკალური ნახვები 54