23 ივნ - 17 ივლ
PR-სა და მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას PR-სა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
გამოცხადების თარიღი: 17 ივნისი, 2025 წელი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • ბრენდის მახასიათებლებისა და ძირითადი ღირებულებების მაქსიმალური კომუნიკაცია როგორც გარე მხარეებთან, ასევე უნივერისიტეტის თანამშრომლებთან;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი, უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი საფრთხეების დროულად გამოსავლენად;
  • უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა;
  • უნივერსიტეტის ფაკულტეტების, მათი საქმიანობის, ასევე, აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია;
  • საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის რექტორთან, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-განხორციელება;
  • უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე განსათავსებელად შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო აქტივობების ორგანიზება და აქტიური მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ბრენდისა და პიარ აქტივობების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი გავრცელება როგორც მასიურ ასევე ინტერნეტ მედიაში;
  • უნივერისტეტის თანამშრომლების უზრუნველყოფა სარეკლამო და ბრენდირებული მასალებით,
  • უნივერისტეტის კამუსების იერსახეზე ზრუნვა და ცვლილებების ინიცირება;
  • უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოსაშვები საღამოს, მისაღები და საახალწლო ღონისძიებების, კურსდამთავრებულებთან შეხვედრის და სხვა ამგვარი საიმიჯო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (აუცილებელია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B2 დონე;
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზაციების მიზნებისა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კვლევისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:
CV - ების გადარჩევის ეტაპი;
ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის, 17 ივლისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 41
უნიკალური ნახვები 39