მოლარე

თარიღები: 09 ნოემ - 08 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: recruitment-geo@mafcarrefour.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) საცალო კლიენტთა მომსახურება

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  ქალაქ თბილისში მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსიები მოლარის  პოზიციებზე.

 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს მოლარის პოზიციებზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

 

მოთხოვნები:

  • ქართული ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
  • MS OFFICE – პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com ;

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Cashier / Seller

SiSha


29 ოქტ - 27 ნოემ

Conversion German Speaking Agent

ალფა მარკეტინგი


24 ოქტ - 22 ნოემ

Customer Care Specialist

Dac Services and Solutions


23 ოქტ - 21 ნოემ

English Speaking Conversion Agent

ალფა მარკეტინგი


24 ოქტ - 22 ნოემ

English Speaking Retention Agent

ალფა მარკეტინგი


24 ოქტ - 22 ნოემ

German Speaking Retention Agent

ალფა მარკეტინგი


24 ოქტ - 22 ნოემ

Retail Specialist

HRRA


16 ნოემ - 25 ნოემ