სტაჟირების პროგრამა-ჟურნალისტი

Beauty Magazine

თარიღები: 09 ნოემ - 08 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: newsroom@beautymagazine.ge
ხელოვნება/მედია:  ჟურნალისტი

ინტერნეტ გამოცემა Beauty Magazine წარმოადგენს ბლოგი სილამაზის შესახებ www.makechoice.ge-ს განახლებულ ვერსიას. ბლოგის იდეას 2017 წლის გაზაფხულზე ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი თავის მოვლის, სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციისა და ტრენდების, სფეროს ექსპერტების რჩევებისა და რეკომენდაციების ერთ სივრცეში მოქცევა და მკითხველისთვის მიწოდება იყო. დღეს უკვე Beauty Magazine ზემოთ აღნინული თემების გარდა სხვა საინტერესო საკითხებსაც აერთიანებს (მოდა, ტრენდები, კულინარია, მოგზაურობა, ჰოროსკოპი, ურთიერთობები და ა.შ.).

Beauty Magazine აცხადებს 6 თვიან (არაანაზღაურებად) სტაჟირების პროგრამას ჟურნალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საჭირო ინფორმაციის მოპოვება
  • მასალების თარგმნა ინგლისურიდან/რუსულიდან ქართულად
  • რესპოდენტებთან ურთიერთობა
  • სტატიების/ინტერვიუების მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია კანდიდატი იყოს ჟურნალისტიკის ან ფილოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • აუცილებელია წერდეს და მეტყველებდეს გამართულად (ქართულად)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • სასურველია სტატიების/ინტერვიუების წერის გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
  • შემოქმედებითი ხედვა
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა და ცნობისმოყვარეობა
  • ანალიტიკური აზროვნება

 

კანდიდატის შერჩევა:

კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს  რეზიუმე ფოტოსთან ერთად და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე newsroom@beautymagazine.ge

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და დავალების წარმატებით შესრულების საფუძველზე. სტაჟირების დასრულების შემდეგ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი, წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან რედაქციაში.

მსგავსი განცხადებები
ჟურნალისტების სტაჟირება

ფონდი სამართლიანობა და თანასწორობა


25 ოქტ - 23 ნოემ

ჟურნალისტი

HR SECURITY


01 ნოემ - 30 ნოემ

ჟურნალისტი

Georgian Business Group


01 ნოემ - 30 ნოემ

ჟურნალისტი/მულტიმედია ჟურნალისტი თბილისსა და გორში

ტელეკომპანია დია


14 ნოემ - 13 დეკ

ჟურნალისტ-ოპერატორი

HR SECURITY


01 ნოემ - 30 ნოემ

სპორტული ჟურნალისტი

კროკობეთი


14 ნოემ - 13 დეკ