13 ივნ - 13 ივლ
მიმღები-ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 557 21 23 25
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბრიქსი", ძველ თბილისში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის ცვლაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლიან ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ განვითარდნენ ტურიზმის სფეროში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საქმის ადვილად ათვისების უნარი;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • კომუნიკაბელურობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • საქმის ადგილზე შესწავლას;
  • კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში;
  • გრაფიკი 5/2 -ზე, ანუ 5 დღე მუშაობა ორი დღე დასვენება;
  • საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
  • ანაზღაურება 1200 ლარი ნეტი + ბონუსი ტურ პაკეტების გაყიდვებიდან;
  • კვებას;
  • განვითარებას ტურიზმის სფეროში

თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 557 21 23 25; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa),
მიმღები (Front Office)
ნახვები 78
უნიკალური ნახვები 68