ტენდერი თბილისში სტამბის შერჩევაზე

თარიღები: 09 ნოემ - 26 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ტენდერი/კონკურსი:  ტენდერი

CENN აცხადებს ტენდერს თბილისში სტამბის შერჩევის მიზნით.

 

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:

  • ბროშურების, ტრიპლეტების, პოსტერების, კალენდრების და სხვადასხვა საინფორმაციო მასალების ბეჭდვა (ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით)
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

 

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 26 ნოემბრამდე  ასოციაცია CENN-ის ოფისში  მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org 

 

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალების შესაბამისად / სავალდებულო);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (სავალდებულოა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში);
  • 2018 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

 

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

 

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი მამფორია

ტელ: +995 32 275 19 03

მობ: +995 591 21 99 11

ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org

ვებ-გვერდი: http://www.cenn.org