10 ივნ - 08 ივლ
სტანდარტი
მუშა
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1700
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ქსელის ექსპლუატაციის სამსახურში
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:
  • სააბონენტო ქსელში ოპტიკური და სატელეფონო კაბელების ჩადება და მონტაჟი;
  • სააბონენტო ქსელში საკაბელო-საკანალიზაციო მეურნეობის ექსპლოატაციის სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • სატელეფონო ჭისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენებაში მონაწილეობის მიღება და პროცესის ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:ხელზე ასაღები : 1700 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება - მუშა.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს „ახალი ქსელები“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ნახვები 107
უნიკალური ნახვები 106