გამავალი ზარების ოპერატორი

თარიღები: 08 ნოემ - 30 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: vacancy@motorstar.ge
მისამართი: ა.ბელიაშვილის ქ. N142
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების ქოლცენტრი

„ამბოლი“ დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.  
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge  www.facebook.com/amboli.ge

 

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გამავალი ზარების ოპერატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები: 

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით პოტენციურ მომხმარებელთათვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციური მომხმარებლების ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
  • არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და უკუკავშირის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან შეხვედრა.

 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. N142.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2018წ.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@motorstar.ge 

 წერილის სათაურში  მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.

მსგავსი განცხადებები
Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


31 ოქტ - 29 ნოემ

Arabic Speaking Sales Representative

Company


12 ნოემ - 11 დეკ

English / Arabic Speaking Salesperson

Exorosystems


02 ნოემ - 01 დეკ

English / German Speaking Sales Agent

MegaG


02 ნოემ - 01 დეკ

English Speaking Sales Executive

MEDIATOR 24


30 ოქტ - 28 ნოემ

Mенеджер По Продажам

ООО Эталон


13 ნოემ - 12 დეკ

Seller

Emperatores


22 ოქტ - 20 ნოემ