შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ნატახტარში

თარიღები: 08 ნოემ - 23 ნოემ
მდებარეობა: ნატახტარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@barambo.ge
უშიშროება/დაცვა/უსაფრთხოება:  უსაფრთხოების მენეჯერი

შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

 „ბარამბო“ ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერი​ს თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

 

პოზიციის ფუნქციები:

  • შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მართვა და მონიტორინგი:
  • ტრენინგების მოდულების დანერგვა/აღსრულება;
  • საწარმოს ყოველდღიური ვიზუალური დათვალიერება და კონტროლი;
  • თითოეული დანადგარის ფუნქციონირების მეთოდიკის შექმნა და უსაფრთხოების ანალიზი;
  • საწარმოში ჰიგიენის, ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი;
  • საწარმოს ტექნიკური რესურსის ვიზუალური შემოწმება;
  • ნარჩენების მართვა და ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი;

ანგარიშვალდებულება: გენერალურ დირექტორთან

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მკვეთარად გამოხატული მოთხოვნა ტექნიკური ან ჰუმანიტარული მიმართულებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია შესაბამის სფეროში ტრენინგების გამოცდილება. განსაკუთრებით საგულისხმოა, თუ ეს ტრენინგები ჩატარებული იქნება ევროსტანდარტების შესაბამისად.)
  • აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა /ასევე სასურველია ფლობდეს რუსულ ენას
  • აუცილებელია ანალოგიურ  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა – Word, Excel, Outlook;
  • ორგანიზებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარით;
  • გუნდური მუშაობის უნარით;

 

გთხოვთ, CV  გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@barambo.ge

გზავნილს აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა   2018 წლის  23 ნოემბერი.

მსგავსი განცხადებები
HSE ასისტენტი/სტაჟირება

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი


12 ნოემ - 11 დეკ

Lock Out/Tag Out LOTO Technician In Kazakhstan

Kentech


19 ოქტ - 17 ნოემ

დაცვა-უსაფრთხოების სამეთვალყურეო პუნქტის და პროცედურების სუპერვაიზერი კასპში

ვიქტორია სექიურითი


02 ნოემ - 30 ნოემ

ტექნიკური მენეჯერი გუდაურში

სასტუმრო კარპე დიემი


02 ნოემ - 01 დეკ