ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

თარიღები: 08 ნოემ - 22 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@swisscapital.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის  თანამდებობაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • IP ტელეფონების კონფიგურირება;
  • რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • Cisco-ს და Mikrotik-ის როუტერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • Active Directory-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 22.11.2018

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „IT Specialist".

მსგავსი განცხადებები
IT Specialist

100 Marketing Solutions


25 ოქტ - 23 ნოემ

IT მენეჯერი

თბილისის საერთაშორისო სკოლა


31 ოქტ - 29 ნოემ

IT მენეჯერი & პროგრამული პროდუქტების SuperFin/GSS კოდექსი განახლების მენეჯერი

ქართული პროგრამული სისტემები


14 ნოემ - 29 ნოემ

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი


24 ოქტ - 20 ნოემ

IT სპეციალისტი

სუფთა სახლი


01 ნოემ - 30 ნოემ

IT სპეციალისტი

MadArt


29 ოქტ - 27 ნოემ

IT სპეციალისტი

ავერსი ფარმა


15 ნოემ - 26 ნოემ