კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი

თარიღები: 07 ნოემ - 20 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: hrg@goodwill.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი)

“გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივ მომწოდებლებთან;
  • სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
  • ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • ახალი მომწოდებლების მოზიდვასა და მოლაპარაკებების წარმოებაში თანამონაწილეობა კატეგორიის მენეჯერებთან ერთად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • საფასო პოლიტიკის კონტროლის პროცესში მონაწილეობა; კონკურენტების ფასების კონტროლში მონაწილეობა;
  • სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
  • რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
  • სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
  • საქონლის კატეგორიების მატრიცის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

      

 მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
  • უცხო ენების ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება);
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft excel-ის კარგად ფლობა.

 

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
  • საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის  ვადა 20 ნოემბერი  2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი განცხადებები
ბრენდ მენეჯერი

ბი-ემ-სი გორგია


09 ნოემ - 16 ნოემ

კატეგორიის მენეჯერი იმპორტის დეპარტამენტში

ბი-ემ-სი გორგია


09 ნოემ - 16 ნოემ

კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი

ბი-ემ-სი გორგია


09 ნოემ - 16 ნოემ

სამშენებლო კატეგორიის მენეჯერი

ბი-ემ-სი გორგია


09 ნოემ - 16 ნოემ

Arabic Speaking Sales Representative

Company


12 ნოემ - 11 დეკ

Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


31 ოქტ - 29 ნოემ

B2B Support

ჯი ენ ელ


16 ნოემ - 26 ნოემ