თარიღები: 07 ნოემ - 23 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: jobs@euroins.ge
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი) სადაზღვეო აგენტი/კონსულტანტი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

 

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია"  არის საქართველოში  ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მზარდი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე.  ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და ვამაყობთ იმით,  რომ ის ძლიერი და მეგობრული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომპანია გთავაზობთ კარიერული  წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს .

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს სადაზღვევო პროდუქტებსა და გაყიდვების ტექნიკებში
  • წამახალისებელ გათამაშებებს და შეჯიბრებებს გაყიდვების  გუნდში
  • კარიერული ზრდის  შესაძლებლობლებს
  • მეგობრულ ატმოსფეროს
  • სტუდენტებზე მორგებულ  სამუშაო გრაფიკს
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას  + საკომისიო

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი.
  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა(Windows, MS Office and E-mail) (სავალდებულოა)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
  • გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • თვითპრეზენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; 
  • არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალობა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ლოკაციაზე;
  • სატელეფონო გაყიდვების განხორციელება;
  • მომხმარებელთან  შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
  • საცალო სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება და რეალიზება;
  • არსებული პორტფელის ფარგლებში მომხმარებლების მომსახურება;
  • დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
  • ანგარიშების მომზადება.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი  CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სადაზღვევო აგენტი" (ლათინური შრიფტით). 

 

განაცხადები მიიღება 2018 წლის 23 ნოემბრამდე.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას დავუკავშირდებით.

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" გისურვებთ წარმატებებს .

მსგავსი განცხადებები
სადაზღვევო აგენტი

თიბისი დაზღვევა


13 ნოემ - 12 დეკ

სადაზღვევო აგენტი ბათუმში

თიბისი დაზღვევა


08 ნოემ - 30 ნოემ

სადაზღვევო აგენტი ფოთში

თიბისი დაზღვევა


09 ნოემ - 08 დეკ

არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

პსპ დაზღვევა


09 ნოემ - 18 ნოემ

გაყიდვების ოფიცერი გორში

საერთაშორისო ბანკი


12 ნოემ - 11 დეკ

გაყიდვების ოფიცერი თელავში

საერთაშორისო ბანკი


12 ნოემ - 11 დეკ

გაყიდვების ოფიცერი ოზურგეთში

საერთაშორისო ბანკი


12 ნოემ - 11 დეკ