კლიენტთან  ურთიერთობის ადმინისტრატორი

თარიღები: 07 ნოემ - 20 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ქართული
ელ. ფოსტა: hr@my.ge
გაყიდვები:  საცალო კლიენტთა მომსახურება ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე ქოლ ცენტრის ოპერატორი

კომპანია MY.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto.ge, www.mymarket.ge, www.myhome.ge, www.myparts.ge, www.myjobs.ge, www.myshop.ge აცხადებს ვაკანსიას კლიენტთან ურთიერთობის ადმინისტრატორის  თანამდებობაზე.

გიყვართ  ხალხთან ურთიერთობა? თვლით, რომ ვერბალური კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ? ადვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხარებელს პრობლემის გადაწყვეტაში?  მაშინ მოდი MY.GE-ში და ერთად შევუქმნათ კომფორტული გარემო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.


ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი, მათთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
  • ელ.ფოსტასა და სხვა საკომუნიკაციო წყაროებიდან შემომავალ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება, პასუხი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური დახმარება/პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის პოვნა;
  • შემომავალი ინფორმაციის დადგენილი ფორმით სტრუქტურიზება და შესაბამის ბაზაში ასახვა;
  • მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან/პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
  • ვებ-გვერდებზე განხორციელებული ცვლილებების, სიახლეებისა და რეგულაციების თაობაზე მომხმარებლის ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხვოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე  6 თვიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული ენისა და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • მონაცემთა დამუშავებისა და შეყვანის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • პრობლემებეზე სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: hr@my.ge არაუგვიანას ა.წ. 20 ნოემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.  

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მსგავსი განცხადებები
გერმანულენოვანი ვირტუალური თანაშემწე/ასისტენტი

eAssistentin UG


15 ოქტ - 13 ნოემ

Cashier / Seller

SiSha


29 ოქტ - 27 ნოემ

Conversion German Speaking Agent

ალფა მარკეტინგი


24 ოქტ - 22 ნოემ

Customer Care Specialist

Dac Services and Solutions


23 ოქტ - 21 ნოემ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


15 ოქტ - 13 ნოემ

English Speaking Conversion Agent

ალფა მარკეტინგი


24 ოქტ - 22 ნოემ

English Speaking Retention Agent

ალფა მარკეტინგი


24 ოქტ - 22 ნოემ