სატრანსპორტო სამსახურის უფროსი

თარიღები: 06 ნოემ - 23 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: recruitment@georgianwater.com
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოგისტიკა/ტრანსპორტი (ზოგადი)

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 

 

პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის კუთვნილი  მანქანა–მექანიზმების მუდმივად მუშა მდგომარეობაში ყოფნის, შესაბამისი რაოდენობის საწვავით, საცხებ–საპოხი მასალებით და ავტონაწილებით უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალებების გეგმიური და არა-გეგმიური ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და ჩატარების უზრუნველყოფა;
  • ავტოსაგზაო შემთხვევების დროს საპატრულო პოლიციასთან და სხვა სახელმწიფო საგზაო უწყებებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და კომპანიის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი საგზაო ჯარიმების აღრიცხვის და გადახდის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობის ხელშესაწყობად, სათადარიგო ნაწილების შეძენისთვის აუცილებელი მოთხოვნის ფორმის წარმოება და შესყიდვების დეპარტამენტისთვის  დროული მიწოდება;
  • სამსახურში არსებული მატერიალური ქონების აღრიცხვისა და ანგარიშის წარდგენის უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებისა და გაცემული საწვავის მოხმარების კონტროლი GPS ნავიგატორული სისტემის დახმარებით;
  • სატრანსპორტო სამსახურში არსებული დოკუმენტაციის სწორი და ხარისხიანი  წარმოების  უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ავტომობილებისა და ავტოტექნიკის დაზღვევასთან დაკავშირებული საოპერაციო ნაწილის წარმართვა;
  • საწვავის, საცხებ–საპოხი მასალების, სათადარიგო ნაწილების და სხვა მასალების სწორი ხარჯვის უზრუნველყოფა;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების დმატების/განახლების საჭიროების იდენტიფიცირება და წინადადებების წარდგენა;
  • სატრანსპორტო სამსახურში მომუშავე თანამშრომელთა სამუშაო პროცესის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ლოჯისტიკის ან ტრანსპორტის მენეჯმენტის განხრით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ERP პროგრამაში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის სამუშაო გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • სასურველია GPS ნავიგატორულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ანალიტიკური და ლოგიკური  აზროვნების, ვერბალური კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტირებისა და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების, ორგანიზების და კონტროლის, ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;

 

პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2018 წლის 23 ნოემბრისა.

 

წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

მსგავსი განცხადებები
FCL Manager/Asia

კავკასტრანსექსპრესი


06 ნოემ - 27 ნოემ

Senior Logistics Specialist

F.S. Mackenzie Georgia


26 ოქტ - 24 ნოემ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი/ლოჯისტიკის მენეჯერი

ბენე ჯგუფი


31 ოქტ - 29 ნოემ

სატრანსპორტო სამსახურის უფროსი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი


12 ნოემ - 23 ნოემ

ტექნიკური მენეჯერი

Lion Way


09 ნოემ - 08 დეკ