სოციალური მედიის მენეჯერი

თარიღები: 06 ნოემ - 05 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@europroduct.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ინტერნეტ მარკეტინგი

   ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico,  Elpozo და სხვა, ხოლო  2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

   ევროპროდუქტის მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებულზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.


ვაკანსიის დასახელება:   სოციალური მედიის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სხარტი აზროვნება;
  • კრეატიული აზროვნება;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად მუშაობის უნარი.
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 


აუცილებელი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ;
  •  რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველებისა და წერის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ;
  • სასურველია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Photoshop, Illustrator.

 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური გვერდების მართვა
  • მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა
  • სიახლეების გაცნობა
  • სოციალური ქსელებისათვის შესაბამისი კონტენტის შექმნა.
  • სოციალური მედიისთვის მასალების, მათ შორის ვიზუალური მასალის მომზადება;
  • სოციალურ ქსელში კომუნიკაცია

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

 

მსგავსი განცხადებები
Internet Marketing Specialist/Facebook Advertising Specialist

VIALENTA LLC


01 ნოემ - 21 ნოემ

Manager- Website Content & Online Marketing

Orbis Realty


14 ნოემ - 13 დეკ

SMM/სოციალური მედია მარკეტინგის სპეციალისტი

ნეილტონი


08 ნოემ - 06 დეკ

Social Media Marketing Specialist

Envirotech


31 ოქტ - 29 ნოემ

Маркетер В Стартап

GoTrip


12 ნოემ - 11 დეკ

ანაზღაურებადი სტაჟირება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით

BLH - Business & Legal Hub


20 ოქტ - 17 ნოემ

არტ მენეჯერი

ფავორიტი სტილი


08 ნოემ - 07 დეკ