1C-ის ოპერატორი

თარიღები: 05 ნოემ - 04 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული
ელ. ფოსტა: hr@pinetree.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი

შპს „ფაინთრი“ რომელიც წარმოადგენს მსხვილ და მზარდ სადისტრიბუციო კომპანიას ქართულ ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას 1C-ის ოპერატორის პოზიციაზე.

 

თანამდებობრივი უფლება მოვალეობები:

  • პროგრამაში მონაცემების შეყვანა და გატარება;
  • კომპანიის პროცედურების შესაბამიდად ოპერაციების პროგრამული ასახვა და კონტროლი;
  • დღის მანძილზე პროგრამაში მოწოდებული გატარებების ასახვის კონტროლი;
  • RS.ge-ზე ზედნადებების ატვირთვა ყოველი თვის ბოლოს;
  • RS.ge-ზე შედარება;
  • რეპორტინგი;
  • ბუღალტერიის, დისტრიბუციისა და RS-ის რეესტრების გატარება დისტრიბუტორების მიხედვით;
  • დებიტორული დავალიანებების ბლანკის დაბეჭდვა დისტრიბუტორებისთვის;
  • დღიური საბუთების წარმოება და შენახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
  • თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 1C პროგრამის ცოდნა;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი - ქართულ და სასურველია ინგლისურ ენებზე;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე;
  • აკურატულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • მუდმივი სწრაფვა სწავლა-განვითარებისადმი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@pinetree.ge, ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

 

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

მსგავსი განცხადებები
1 C ოპერატორი

ნატურლენდი


01 ნოემ - 30 ნოემ

1C ERP გადაწყვეტილების პრისეილერი

ბიდიო სოლუშენს


12 ნოემ - 21 ნოემ

1C ადმინისტრატორი

გეფა


12 ნოემ - 11 დეკ

1C ადმინისტრატორი

HH Recruitment


13 ნოემ - 21 ნოემ

1C ოპერატორი

G&A GROUP


06 ნოემ - 05 დეკ

1C ოპერატორი

მეგაკო


08 ნოემ - 20 ნოემ

1C პროგრამისტი

HH Recruitment


13 ნოემ - 21 ნოემ