მარკეტინგის გუნდის წევრი

თარიღები: 05 ნოემ - 15 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@kings.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი

“კინგსი საქართველო” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდის წევრის პოზიციაზე.

 

კინგსის სასკოლო ოლიმპიადებში მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

ჩვენ ვახალისებთ, საინტერესო აქტივობებით ვავსებთ და გაცილებით უფრო მიმზიდველს ვხდით სასწავლო პროცესს, რის გამოც გვჯერა, რომ სწავლის ძირი მწარე არ არის.

გინდა, გაიგო მეტი? - ჰკითხე შენს მეგობარ მოსწავლეს.

 

ჩვენი ფასეულობები, რომელთაც, გვჯერა, რომ შენშიც აღმოვაჩენთ:

  • თვითგანვითარება და  თვითრეალიზება - ეს არის ის, რასაც ვაფასებთ.
  • უშუალობა, პირდაპირობა, გულწრფელობა  - ეს არის ის, რითიც ვხელმძღვანელობთ.
  • წესრიგი, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა - ეს არის ის სამი უშეღავათო ცნება, რომელიც ჩრდილივით თან სდევს ყველაფერს, რაც ჩვენთანაა დაკავშირებული.

 

სამუშაოს აღწერა:

  • მარკეტინგული კამპანიების შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური ჩართულობა - როგორ გავაგებინოთ მათ,  ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ კინგსი მოსწავლის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
  • კონტენტის შექმნა და განთავსება კომპანიის საკომუნიკაციო არხებზე (ვებ გვერდი, Facebook Fun Page, YouTube channel, ბლოგი) - საქმე სიტყვიანი, სიტყვა საქმიანიო - რომ იტყვიან.
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი - აქ დაგჭირდება სიღრმისეული ცოდნა ტერმინისა „კავშირი-უკუკავშირი“, და ა.შ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ენების ცოდნა (ინგლისური)

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა - სხვანაირად არც წარმოგვიდგენიხარ.
  • კრეატიულობა - თუ ხარისა და ბუს ერთმანეთთან წამნახევარში დაკავშირება შეგიძლია, ეგრე გააგრძელე.
  • კომუნიკაბელურობა - როგორც განსაკუთრებული გატაცება.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი - რათა საქმესთან არასდროს დაგრჩეს უპასუხოდ კითხვა „მე აქა ვარ თუ იქ.“

 

გამოგვიგზავნე CV 15 ნოემრამდე შემდეგ მისამართზე: hr@kings.ge , ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის გუნდის წევრი. უპირატესობა მიენიჭება ადრე მიღებულ CV-ებს.

მსგავსი განცხადებები
Assistant in Advisory / Management Consulting

KPMG Georgia


01 ნოემ - 20 ნოემ

English Speaking Sales Representative

Golden Sky Group


06 ნოემ - 05 დეკ

Marketing Assistant

Solo studio


24 ოქტ - 22 ნოემ

Marketing Consultant Call-Center Operator

BAIKAL


13 ნოემ - 12 დეკ

Marketing Manager

Format group


23 ოქტ - 21 ნოემ

Marketing Manager

Geoholding


05 ნოემ - 03 დეკ

Marketing Specialist

საქართველოს სალიზინგო კომპანია


01 ნოემ - 15 ნოემ