08 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი / მრეცხავი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი

პოზიცია: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე საბაგირო გონდოლების, ჩასასხდომ - გადმოსასხდომი ბაქნების გარეცხვასა და მათ ესთეტიურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
  • ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება; სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოების პროცესში დახმარება;
  • პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
  • მრეცხავს მოეთხოვება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება
  • სასურველია ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!
დასუფთავება
დამლაგებელი
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 38