კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად/სამართლის  ფაკულტეტი

თარიღები: 05 ნოემ - 04 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge
ტელეფონი: +995577997708
მეცნიერება/განათლება:  ლექტორი უნივერსიტეტი ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

სამართლის  ფაკულტეტი:

სამართლის საბაკალავრო  პროგრამის ფარგლებში: 

  • აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა-სისხლის სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული; 
  • აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა - საერთაშორისო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული
  • აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა- კერძო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული.

 

საკონკურსო პირობები:

ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

  • არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;
  • აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის ინგლისურ ან/და გერმანულ ენებზე სალექციო კურსის წარმართვის გამოცდილებაც;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს ქართულ ენაზე;
  • საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად;
  • აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აფილირებულობა:
  • აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე გამწესების შესახებ;
  • აკადემიურ პერსონალთან ასევე ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით;
  • აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ:
  • მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომის ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული სხვა უსდ-თან აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება;
  • იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სახელით;
  • თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება რექტორის ბრძანებით; აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება, თუ:
  • არც ერთ სხვა უსდ-თან არ თანამშრომლობს;
  • პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე.

 

კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე) ;
  • ნოტარიალურად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
  • ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;
  • განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად;

 

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენიდოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება 8  წლით. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით. 

ღია კონკურსი ცხადდება 2018 წლის 5 დეკემბრიდან; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31 ( ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge);  2018 წლის  06  დეკემბრის 10.00 საათიდან  2018  წლის  12  დეკემბრის  17.00 საათამდე,  კვირის  და სადღესასწაულო დღეების გარდა.

დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომრებზე: 032  254  59 08; 032 254 59 09

საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2018 წლის  13 დეკემბერს,  ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე.

საკონტაქტო პირი: სოფიო ორდინიძე,  +995 577 99 77 08.

მსგავსი განცხადებები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ევროპის უნივერსიტეტი


01 ნოემ - 30 ნოემ

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კავკასიის უნივერსიტეტი


01 ნოემ - 30 ნოემ

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი


25 ოქტ - 23 ნოემ

კრიპტოგრაფიის პედაგოგი

ა(ა)იპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია


29 ოქტ - 25 ნოემ

3D – მაქსის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


02 ნოემ - 01 დეკ

C დაპროგრამების ენის პედაგოგი

ა(ა)იპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია


29 ოქტ - 25 ნოემ

ავტოკადის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


02 ნოემ - 01 დეკ