05 მაი - 04 ივნ
ვიპ
უფროსი გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ლისის ტბა
  • სრული განაკვეთი
  • 1700 - 2000 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო კომპანია "კონსოლი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტებზე უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა
  • შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
  • სატელეფონო ზარების მიღება-განხორციელება
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების ჩატარება
  • ობიექტზე მოსული კლიენტებისთვის პრეზენტაციის ჩატარება და ბინის შერჩევა-გაყიდვა
  • კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება ხელშეკრულების გაფორმებამდე (საოპერაციო საკითხების მოგვარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა მსგავსი ტიპის საკითხები არ ეხება გაყიდვების მენეჯერს)

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • გამართული მეტყველების უნარი
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
  • კრეატიული აზროვნება
  • ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა

ადგილმდებარეობა: ლისის ტბის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1700-2000 ლარი (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე) + ბონუსი გაყიდული უძრავი ქონების ღირებულების 0,3-0,5 პროცენტამდე დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გთოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: infoconsolegroup@gmail.com დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 684
უნიკალური ნახვები 642