ინგლისურენოვანი კომუნიკაციის მენეჯერი

თარიღები: 05 ნოემ - 24 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@miminotravel.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ტურიზმი(ზოგადი) ტურ-ოპერატორი

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  მიმინო თრეველ ჯორჯია“  ეძებს კანდიდატს  ინგლისურენოვანი კომუნიკაციების  მენეჯერის  პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია მიმინო თრეველი“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ორგანიზაცია დგას ორგანიზაციული ზრდის პერსპექტივის წინაშე და დასახული მიზნების განსახორციელებლად გვჭირდება დეფიციტური ადამიანური რესურსის აღმოჩენა და განვითარება. გთავაზობთ ამ ეტაპზე არსებული ღია პოზიციის აღწერილობას:

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრების ჩანიშვნა;
  • დაგეგმილ შეხვედრებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
  • ასევე, საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რამდენჯერმე წლის განმავლობაში;
  • პარტნიორის მოთხოვნებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი მოთხოვნის ფორმის დამუშავება და გაგზავნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთან პროდუქტის შესადგენად;
  • საბოლოო პროგრამის წარდგენა პარტნიორისთვის და დადასტურების შემდგომ მისი გადაცემა საოპერაციო განყოფილებისთვის;
  • რეპორტინგი; 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან შემომყვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
  • სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;

 

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობა „მიმიონ თრეველში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
გაყიდვების მენეჯერი

გლობალ თრეველი


31 ოქტ - 15 ნოემ

ინგლისური/გერმანული ან რუსულენოვანი ტუროპერატორის ასისტენტი

ტურისტული კომპანია ჯორჯიან ჰოლიდეის


29 ოქტ - 27 ნოემ

ტურ-ოპერატორი

კომპანია


22 ოქტ - 20 ნოემ

ტურ-ოპერატორი

ტურისტული კომპანია OMNESTOUR


08 ნოემ - 07 დეკ

შიდა ტურების ოპერატორი

Tourist.ge


08 ნოემ - 07 დეკ

Guide

ჰოლიდეი ფაქტორი


12 ნოემ - 26 ნოემ

Incoming MICE Agent

Mondo Travel


07 ნოემ - 06 დეკ