ავტობუსის ბორტგამყოლი

თარიღები: 03 ნოემ - 02 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: g.kokhtashvili@wst.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ტურიზმი(ზოგადი)

კომპანიის შესახებ
სითისაითსიინგ თბილისი (www.cstbilisi.com) მსოფლიო ბრენდის, ბრიტანული  კომპანია სითისაითსიინგის (www.city-sightseeing.com) კომპანიის წარმომადგნელია საქართველოში. ჩვენ შემოგვაქვს უახლესი ევროპული სტანდარტები კავკასიის რეგიონის ტურისტულ ინდუსტრიაში. ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კომპანია თქვენთვისაა, შემოგვიერთდით!


ამჟამად ჩვენ ვეძებთ ავტობუსის ბორტგამყოლს, რომლის ძირითადი ფუნქცია თბილისის გარშემო ჩვენი მაღალმოთხოვნადი ავტობუსის ტურების ეფექტური ოპერირება იქნება.  
ერთწლიანი გამოცდილების შემდგომ კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო თანამშრომლების მოკლევადიან და გრძელვადიან სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში  საკუთარი ფინანსური რესურსით.
 ამავდროულად კომპანია წელიწადში რამოდენიმეჯერ  საუკეთესო შედეგის მქონე თანამშრომლებს გადასცემს საჩუქრად ტურისტულ საგზურს (სრული პაკეტი) მსოფლიოს     სხვადასხვა ქვეყნებში.

 

სამუშაო მოვალეობები
როგორც ავტობუსის პერსონალის წევრი, თქვენს მოვალეობებში შევა:

  • ტურისტების მისალმება, ავტობუსით მგზავრობის წესების ახსნა,   მგზავრების კითხვებზე პასუხების გაცემა
  • ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების ახსნა
  • ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
  • ბილეთების გაყიდვა და თანხის შეგროვება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით
  • მგზავრების უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფა
  • ავტობუსში სისუფთავის გაკონტროლება და ინვენტარის ფუნქციონირების გაკონტროლება
  • დღის გახსნის და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან

 

სასურველი ცოდნა და უნარჩვევები

  • ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა სალაპარაკო დონეზე
  • ენერგიული და ფიზიკურად ფორმაში
  • აკურატული და სუფთა
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
  • დადებითი მიდგომა, სასიამოვნო და მომღიმარი
  • შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება

 

პოზიციის ატრიბუტები

  • პოზიციის სახელი: ავტობუსის ბორტგამყოლი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული (დღეში-15 ან 20ლარი სმენების შესაბამისად) + პროცენტი გაყიდვებიდან (დღეში პროცენტი გაყიდვებიდან მერყეობს 15 დან- 50 ლარამდე)
  • ადგილმდებარეობა: თბილისი

 

აპლიკაციის ინსტრუქციები


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე  g.kokhtashvili@wst.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელი 
ჩვენ სისტემატურად განვიხილავთ აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ არ დააყოვნოთ თქვენი აპლიკაცია
მხოლოდ შერჩეული კანდიდატურები განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Guide

ჰოლიდეი ფაქტორი


12 ნოემ - 26 ნოემ

Sales Representative

ჰოლიდეი ფაქტორი


12 ნოემ - 26 ნოემ

Tour Guide

Citysightseeing Tbilisi


31 ოქტ - 29 ნოემ

Tour Organizer

Geoholding


05 ნოემ - 03 დეკ

Ассистент Mенеджера по Въездному Tуризму

Capital Georgia Travel


09 ნოემ - 08 დეკ

ავიაბილეთების ღამის ცვლის ოპერატორი

ოქროს გლობუსი


14 ნოემ - 13 დეკ

გამყვანი ტურიზმის პრაქტიკული კურსი

Milky Way Travel


13 ნოემ - 01 დეკ