კონსულტანტი

თარიღები: 02 ნოემ - 01 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ნახვები: 6675

გამოხმაურებები: 204

გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 106 ფილიალით.
  
„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 700-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

ამჟამად მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;


მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელური და მოტივირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინარული;

 

ბენეფიტები:

  • კარიერული წინსვლა;
  •  მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • ყოველთვიური ბონუსები;
  • პრიზები თვის საუკეთესო თანამშრომლებისთვის;

 

განაცხადს გთხოვთ გამოეხმაუროთ "გაგზავნე CV"-ის ღილაკის მეშვეობით „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

მსგავსი განცხადებები
Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


31 ოქტ - 29 ნოემ

HORECA გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

ჯეო-კოოპ


31 ოქტ - 29 ნოემ

Sales Consultant

Trust Speed Trading


13 ნოემ - 12 დეკ

ავეჯის კონსულტანტი

Litten Tree


24 ოქტ - 22 ნოემ

გამყიდველი

Beer Land


13 ნოემ - 24 ნოემ

გამყიდველი

ჯეო დისტრიბუშენ გრუპი


06 ნოემ - 05 დეკ

გამყიდველი თბილისსა და რეგიონებში

ელვა მარკეტი


19 ნოემ - 20 ნოემ