პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერი

თარიღები: 01 ნოემ - 16 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@my.ge
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის 129
სხვა:  პროექტის მართვა მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ანალიტიკოსი (მარკეტინგი) ზოგადი მარკეტინგი პროექტის მენეჯერი

კომპანია MY.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: www.myauto, www.mymarket, www.myhome, www.myparts, www.myjobs, www.myshop აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.  თუ გსურთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად ბოლომდე გამოიყენოთ და ახალ გამოწვევებში გამოსცადოთ საკუთარი თავი, ქვებრენდების სიმრავლიდან გამომდინარე მიიღოთ მრავალფეროვანი გამოცდილება, მაშინ ჩაიკითეთ ეს ვაკანსია.

 

პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია როგორც ახალი პროდუქტის, ასევე, პორტფოლიოში არსებული პროდუქტების განვითარებაზე, კომპანიის სტრატეგიიდან და მიზნებიდან გამომდინარე, პროდუქტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

 

კვლევა და ანალიზი

  • კონკურენტების და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
  • მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი
  •  ახალი პროდუქტების და არსებული პროდუქტების განვითარების  შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • პროდუქტის განვითარების მიზნით კვლევების დაკვეთა
  • წინასწარი მოკვლევა მომხმარებლების, ბაზრის პოტენციალის, ტენდენციების, საჭიროებების გასასაზღვრად (შიდა და გარე გარემოს შესწავლა)

 

პროდუქტის დაგეგმვა და მენეჯმენტი

  • პროდუქტის გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა და მისი ეტაპობრივი  განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება. საჭიროებისამებრ გეგმაში კორექტივების შეტანა.
  • პროდუქტის სასიცოცხლი ციკლის მართვა  და ყოველი ფაზის გეგმის შესაბამისობაში განხორციელების უზრუნველსაყოფად
  • სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე კონკრეტული და გაზომვადი მიზნების ჩამოყალიბება, რაც პროექტის ფარგლებში უნდა იქნას მიღწეული
  • საფასო სტრატეგიისა განსაზღვრა
  • კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობის დადგენა
  • პროდუქტის სპეციფიკაციის განსაზღვრა და დეველოპერებისთვის პროექტის დავალების ფორმულირება, რომელიც აერთიანებს როგორც ბაზრის მოთხოვნას ასევე პროდუქტის გამოყენებას
  • პროექტის განვითარების პროცესში ჩართული ჯვარედინა ფუნქციური ჯგუფების მართვა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია
  • პროდუქტის მარკეტინგული გეგმისა და კამპანიის, რომელიც პროდუქტის ცნობადობის და მასზე მოთხოვნის გაზრდას ისახავს მიზნად, პროცესის კოორდინაცია
  • პროდუქტის  პრეზენტაციის ჩატარება კომპანიის თანამშრომლებისთვის და აქტიური მომხმარებლებისთვის
  •  სატრენინგო მასალების მომზადება
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა

 

განათლება და გამოცდილება

  • ბაკალავრის ხარისხი
  • პროდუქტის და პროექტების მართვაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა
  • ბიზნესის საფუძვლების ცოდნა
  • პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა
  • გუნდურად მუშაობის გამოცდილება

 

უნარები

  • კომუნიკაბელურობა
  • პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარი
  • სტრატეგიული აზროვნება
  • დაგეგმარების უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მოლაპარაკების უნარები
  • კლიენტზე ორიენტირებული
  • პრეზენტაციის უნარები
  • პროექტის მართვის უნარები

 

დაინტერესდით?  მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: hr@my.ge არაუგვიანას ა.წ. 16 ნოემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია - როდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერი.  

 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მსგავსი განცხადებები
პროექტების კოორდინატორი

გამომცემლობა


01 ნოემ - 29 ნოემ

პროექტის მენეჯერი

სარეკლამო პოლიგრაფიული კომპანია


12 ნოემ - 11 დეკ

Assistant in Advisory / Management Consulting

KPMG Georgia


01 ნოემ - 20 ნოემ

English Speaking Sales Representative

Golden Sky Group


06 ნოემ - 05 დეკ

Marketing Assistant

Solo studio


24 ოქტ - 22 ნოემ

Marketing Consultant Call-Center Operator

BAIKAL


13 ნოემ - 12 დეკ

Marketing Manager

Geoholding


05 ნოემ - 03 დეკ