საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

თარიღები: 01 ნოემ - 30 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@kenari.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

ოპტიკური კომპანია  კენარი დაარსდა 2004 წელს და ქართულ ოპტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია  უჭირავს. იგი ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისთან და დახვეწილ გემოვნებასთან. არის 40-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური  დისტრიბუტორი. ამჟამად კენარის ქსელი მოიცავს 11 ოპტიკურ  სალონს.

 

შპს კენარი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
  • კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
  • კომპანიის კორპორატიული სტილის შემუშავება, განხორციელება, განვითარება და შედეგების ანალიზი;
  • ურთიერთობა მასმედიის წარმომადგენლებთან;
  • კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის და საშუალებების შემუშავება და განხორციელება (ვებ-გვერდი, სოც. ქსელები)
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და კომუნიკაციის წარმოება;
  • კომპანიის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, სარეკლამო მხარდაჭერა, პიარ-აქციების დაგეგმვა;
  • კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, განახლება და გავრცელება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა/მარკეტინგი);
  • 1 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

    

სხვა მოთხოვნები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი;
  • წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთის პირობებში მუშაობის უნარი;            
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00; შესვენება: 1სთ.
  • გამოსაცდელი  ვადა - 3 თვე.
  • ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად.

              

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@kenari.ge. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება -  „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი “

მსგავსი განცხადებები
Marketing Manager

Format group


23 ოქტ - 21 ნოემ

Marketing Specialist

ავტობანი


06 ნოემ - 20 ნოემ

PR & Marketing Manager

International Company


09 ნოემ - 08 დეკ

PR and Marketing Communication Specialist

TAÇ


07 ნოემ - 30 ნოემ

PR მენეჯერი

აპპ გეო


02 ნოემ - 20 ნოემ

PR მენეჯერი ქუთაისში

კრეატიული ხელოვნების აკადემია


13 ნოემ - 25 ნოემ

PR მენეჯერის ასისტენტი

ჯანმრთელი ცხოვრება


24 ოქტ - 22 ნოემ