ვაიზერი

თარიღები: 31 ოქტ - 20 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: hr@europroduct.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) სავაჭრო წარმომადგენელი სუპერვაიზერი

შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის თანამდებობაზე ქ. თბილისში. ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა.  დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
 

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი


პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ვაიზერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
  • სუპერვაიზერის მოვალეობების ცოდნა;
  • მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
  • რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;
  • მართვის მოწმობა;


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
  • მომხმარებელთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების დაგეგმვა (გეგმის შემუშავება), ანალიზი და კონტროლი;
  •  გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
  • გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
  • სავაჭრო ობიექტებისა და გაყიდების კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი;
  • პრიორიტეტული მიზნების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება;
  • ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკებების წარმართვა და  მათი დარწმუნება.
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით; 
  •  სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 
  •  სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი; 
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი; 
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება; 
  • პრისელერების და დისტრიბუტორების უშუალო კონტროლი და მათთვის დახმარების გაწევა.
  •  პრისელერებთან და მძღოლო-დისტრიბუტორებთან ერთად მუშაობა პრობლემურ სავაჭრო ობიექტებთან;
  • კონტროლი სავაჭრო ობიექტებში შესაბამისი წესით განთავსებული სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობაზე.
  • პროდუქციის რეალიზაციაზე პერსპექტიული და მიმდინარე დაგეგმარების მეთოდის და თანდმიმდევრობის ცოდნა.
  • პროდუქციის ფასების და გაყიდვადი პროდუქციის ნომენკლატურის ცოდნა.

 

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

 

მსგავსი განცხადებები
English Speaking Sales Representative

Golden Sky Group


06 ნოემ - 05 დეკ

Sales Representative

Bluesky


05 ნოემ - 04 დეკ

ვაიზერი

ბი ემ ეს


14 ნოემ - 13 დეკ

ვაიზერი ბათუმში

ევერესტი 2010


02 ნოემ - 01 დეკ

კონსულტანტ-მერჩენდაიზერი

კავკასია


22 ოქტ - 20 ნოემ

კონსულტანტ-მერჩენდაიზერი ქუთაისსა და ფოთში

ნიკორა 7


30 ოქტ - 25 ნოემ

კოსმეტიკის პრისელერი

ბიდი პლიუსი (Compact)


18 ოქტ - 16 ნოემ