პროექტის მენეჯერი

თარიღები: 31 ოქტ - 25 ნოემ
მდებარეობა: თბილისი სხვა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: n.apkhazava@transmsheni.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი) სამშენებლო პროექტების მართვა

სააქციო საზოგადოება ,,ტრანსმშენი’’ არის საქართველოში უძველესი სამშენებლო კომპანია, 1929 წლიდან დღემდე განხორციელებული მრავალი უნიკალური პროექტით.

ახალი აქციონერებითა და განახლებული მენეჯმენტით 2018 წლის ბოლოდან კომპანია იწყებს რამდენიმე მსხვილი ობიექტის მშენებლობას, რისთვისაც გვჭირდება ახალი, მოტივირებული თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან ერთად მოახერხებენ ახალი წარმატებებისა და სიმაღლეების მიღწევას!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.transmsheni.ge

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კონკრეტული პროექტის ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • არსებული დაქვემდებარებულების მართვა და დავალებების მიცემა (კადრების შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში დათხოვნა);
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის  ყველა ასპექტის მართვა;
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
  • ქვე-კონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
  • მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საიჟინრო, არქიტექტურის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3-5  წლიანი გამოცდილება;
  • ზოგადი მენეჯმენტისა და პროექტების მენეჯმენტის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS office, MS project, Archicad, Autocad;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

 

უნარ-ჩვევები (პიროვნული თვისებები):

  • პრეზენტაბელური
  • კომუნიკაბელური
  • პასუხიმგებლობის გრძნობა
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მენეჯერული უნარები
  • დროის მართვის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.apkhazava@transmsheni.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
გენერალური დირექტორი

დარგის ლიდერი სამშენებლო კომპანია


19 ოქტ - 17 ნოემ

პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ტრანსმშენი


31 ოქტ - 25 ნოემ

პროექტის მენეჯერი

არქი ჯგუფი


06 ნოემ - 30 ნოემ

რეგიონალური მენეჯერი

ჯი არ სი


24 ოქტ - 22 ნოემ

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

ბი-ემ-სი გორგია


07 ნოემ - 21 ნოემ

Assistant

El Zoghby


18 ოქტ - 16 ნოემ

Engineer

ENCOTEC


12 ნოემ - 11 დეკ