კონსულტანტი თბილისი მოლის ფილიალში

თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: recruitment-geo@mafcarrefour.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია თბილისში კონსულტანტის  პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 000  თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე „თბილისი მოლი"/დიღომის ფილიალში

 

ძირითდი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა,  სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში,  ასევე საწყობში; 
  • თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
  • ფასების  იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

 

მოთხოვნები:

  • თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „კონსულტანტი თბილისში“, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ 2018 წლის 09 ნოემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Arabic Speaking Sales Representative

Envirotech


31 ოქტ - 29 ნოემ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


15 ოქტ - 13 ნოემ

HORECA გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

ჯეო-კოოპ


31 ოქტ - 29 ნოემ

ავეჯის კონსულტანტი

Litten Tree


24 ოქტ - 22 ნოემ

ბრენდ ამბასადორი/ კონსულტანტი

HRRA


02 ნოემ - 16 ნოემ

ბუღალტრის თანაშემწე/კონსულტანტი

L + კომპანია


22 ოქტ - 20 ნოემ

გამყიდველი

ჯეო დისტრიბუშენ გრუპი


06 ნოემ - 05 დეკ