04 აპრ - 03 მაი
სტანდარტი
სოციალური მედიის სპეციალისტი
თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „რეფიქსი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური მედიის არხების (Facebook/ Instagram/TikTok) მართვა და განვითარება;
  • კომპანიის ვებ გვერდის მართვა;
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება;
  • ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
  • სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Google AdWords-სა და Facebook Ads - ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:30-18:00 სთ

კომპანია “რეფიქსი”-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reffix.ge ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია სოციალური მედიის სპეციალისტი.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 345
უნიკალური ნახვები 331