ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თარიღები: 31 ოქტ - 29 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: hr@autobani.com
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი

შპს „ავტობანი 2000“ აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის (სატელეფონო ოპერატორი) ვაკანსიას.

 

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ „ავტობანის“ გუნდის წევრი. ჩვენი კომპანიის მიზანია ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

თანამდებობის მიზანი: შემოსული ზარების ოპერატიული მომსახურება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული ზარების პასუხი ოპერატიულად/დაუყოვნებლივ;
  • მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება;
  • ზარის შინაარსის დროული და ოპერატიული იდენტიფიცირება, დეტალური შესწავლა და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
  • გაყიდვების გუნდთან მჭიდრო ყოველდღური კომუნიკაცია;
  • შემოსული ზარების შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • კომპანიის მომსახურებების/სერვისების ზედმიწევნით ცოდნა;
  • პრობლემის არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • პერიოდულად/სურვილისამებრ ქოლ-ცენტრის სერვისის მუშაობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და უშუალო ხემძღვანელისთვის შეთავაზება;
  • შემოსული ზარების ელექტრონული ბაზის შექმნა და ანალიტიკა (ზარის შინაარსი, ზარების რაოდენობა და ა.შ.);
  • პერიოდულად მომხმარებელთან ზარების განხორციელება სატელეფონო კვლევის მიზნით გაწეული სერვისების შესახებ (კმაყოფილების კვლევა, ხარისხის მონიტორინგი და ა.შ.);
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
  • ავტომობილის ცოდნა სამოყვარულო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (MS Office);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების უნარი;

 

ავტობანი გთავაზობთ:

  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • ფინანსურ სტაბილურობას;
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის კომპანიაში არსებული მომსახურებების განსაკუთრებულ პირობებს;
  • ანაზღაურება - 500 ლარი (ხელზე ასაღები);

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 3 ეტაპს:

  • კანდიდატთა პირველადი შერჩევა მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
  • გასაუბრება;
  • ტესტირება (სწრაფად ბეჭდვის უნარი და იმიტაციური ზარები);

 

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@autobani.com

სათაურის ველში (Subject_ში) აუცილებელია მიუთითოთ  ვაკანსიის სახელწოდება (სატელეფონო ოპერატორი), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
Marketing Consultant Call-Center Operator

BAIKAL


13 ნოემ - 12 დეკ

აზერბაიჯანულენოვანი ქოლ-ცენტრის ოპერატორი

LG Electronics


09 ნოემ - 30 ნოემ

გერმანულენოვან მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი თბილისსა და ქუთაისში

ჯორჯიან სერვის გრუპი 2007


06 ნოემ - 05 დეკ

დღის და ღამის ოპერატორი

ავტო დახმარება ჯუბა


15 ნოემ - 13 დეკ

კლიენტთან  ურთიერთობის ადმინისტრატორი

My.ge


07 ნოემ - 20 ნოემ

მენეჯერი/ექიმის ასისტენტი

სანა ფარმაცევტიკსი


02 ნოემ - 01 დეკ

სამედიცინო ქოლცენტრის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


14 ნოემ - 30 ნოემ