31 მარ - 26 აპრ
სტანდარტი
საუზმის მზარეული
ბათუმი, აღმაშენებლის უბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bwplusbatumi.ge
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი, აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო დეპარტამენტში საუზმის მზარეულის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
- რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
- სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
- ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
- პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).
სამუშაო გრაფიკი : 40 საათი (კვირაში 5 დღე)
ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული
ნახვები 209
უნიკალური ნახვები 208