მაღაზიის მენეჯერი

თარიღები: 08 ნოემ - 20 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: 015@sbm.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) ფილიალების ქსელი

ესპანური სპორტული ბრენდის მაღაზია  JOMA აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე  თბილისში

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 20 ნოემბერი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • სასიამოვნო გარეგნობა;
  • სპორტული აღნაგობა
  • გამართული მეტყველება;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა, დაძაბულ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი;
  • ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაღაზიის კონსულტანტის ან მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel, internet); უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრულ პროგრამასთან Fina-სთან მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ცოდნა.
  • მომხმარებელთან ურთიერთობა, პროდუქციის შეთავაზება გაყიდვა.
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის განთავსება, დალაგება.
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება.
  • საწყობის მარაგის კონტროლი.

 

 

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV), შემდეგ ელ-ფოსტაზე: 015@sbm.ge (სათაურის ველში მიუთეთ კანდიდატის სახელი და გვარი. აუცილებელია რეზიუმეს დაურთოთ ფოტოსურათი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება).

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრატორი ბაკურიანში

ნიკორა ტრეიდი


24 ოქტ - 22 ნოემ

დარბაზის ადმინისტრატორი

სუპერმარკეტების ქსელი ჯორჯიტა


23 ოქტ - 21 ნოემ

დარბაზის ადმინისტრატორი ბაკურიანში

SPAR Georgia


30 ოქტ - 28 ნოემ

მაღაზიის მენეჯერი

ევროპროდუქტი


31 ოქტ - 20 ნოემ

მაღაზიის მენეჯერი

ედესი ჯგუფი


06 ნოემ - 05 დეკ

მაღაზიის მენეჯერი

SPAR Georgia


13 ნოემ - 12 დეკ

ფილიალის  მენეჯერი ბათუმში

წიგნის მაღაზიათა ქსელი ლიბრა


14 ნოემ - 13 დეკ