13 მარ - 12 აპრ
სტანდარტი
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
თბილისი, სანზონა, გურამიშვილის გამზ. (სანზონა)
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1700 - 2000
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
„ზღვა ლუდი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხარებლებს სთავაზობს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

მდებარეობა: თბილისი,გურამიშვილი 76 / ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ანაზღაურება: 1700-2000 ₾


ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • 30% ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • HR სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • ორგანიზებულობა, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ;
  • უცხო ენები: რუსული და ინგლისური;

ძირითადი მოვალეობები:
  • ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა;
  • სატელეფონო/პირადი ინტერვიუების ორგანიზება და ჩატარება;
  • ახალი თანამშრომლებისთვის ადაპტაციის პროგრამების ორგანიზება (სტაჟირება, გამოსაცდელი პერიოდი);
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და აღრიცხვა;
  • თანამშრომლების პროფესიული განვითარებისა და სწავლის მხარდაჭერა;
  • HR პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • HR პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
  • სხვადასხვა HR-პროექტებში ჩართულობა (კორპორატიული ღონისძიებები, საკადრო რეზერვი და სხვა).

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@zgvaludi.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@zgvaludi.ge

გისურვებთ წარმატებას!
ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი
ნახვები 677
უნიკალური ნახვები 627