ოპტიკის ინსტალატორი

თარიღები: 29 ოქტ - 27 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: vacancy@airlink.ge
ტელეფონი: +995577322195
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამისტი/ინჟინერი ინტერნეტ პროვაიდერი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას  ოპტიკის ინსტალატორის პოზიციაზე .

 

Georgian AirLink არის ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის საკომუნიკაციო სერვისს. ყველა პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე.

Georgian AirLink-ის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება. კომპანიის მიზანი სატელეკომუნიკაციო სივრცეში ლიდერის პოზიციისდამკვიდრებაა, რის მიღწევასაც მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირებით, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ახალი მომსახურების დანერგვით, ბაზრის წილისა და მომგებიანობის გაზრდითმიაღწევს. 

ჩვენი შემოთავაზებული პროდუქტი ხალხს აძლევს საშუალებას მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი დაბალ ფასებში.

 

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები / მოთხოვნები:

  • ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
  • ახალი აბონენტის ჩართვა;
  • უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
  • ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
  • სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა

 

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალური,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე  ორიენტირებულობა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  vacancy@airlink.ge

გასაუბრებაზე გახდება ცნობილი ხელფასის შესახებ(ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით).

ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ კონკრეტული ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მსგავსი განცხადებები
Software Engineer

იშბანკი საქართველო


02 ნოემ - 20 ნოემ