შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თარიღები: 05 ნოემ - 24 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: recruitment@georgianwater.com
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა:  შრომის ინსპექცია ადამიანური რესურსები:  შრომის ინსპექტორი

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მუდმივი ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და დარგის სიახლეებზე;
  • მონაწილეობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების პერიოდული განახლებაში კანონმდებლობის და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • წინადადებების ინიცირება  და ღონისძიებების დაგეგმვა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კულტურის გამყარების მიზნით;
  • საშიშროებების განსაზღვრა და რისკების შეფასება ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
  • რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
  • რეგულარული ვიზიტი საიტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
  • ინციდენტების დოკუმენტირება და მათი ანალიზი;
  • შრომის უსაფრთოხების ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება;
  • ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური;
  • უპირატესობა მიენიჭება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე კანდიდატს;
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთოხების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2018  წლის 26 ნოემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.