28 თებ - 29 მარ
ვიპ
ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mziuri.com.ge
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პირობები:
- ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად.
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.
- მისამართი : თბილისი, ა.წერეთლის გამზირი N 113დ.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა, უმაღლეს დონეზე (MS Excel, Word).
მოვალეობები:
- აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
- ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
- კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
- საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
- ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
- ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
- რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
- საქონლის ნაშთების კონტროლი.
- ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
- ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა.
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, მათთან კომერციულ და სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება.
- ასორტიმენტის ლიკვიდურობის და მომგებიანობის ანალიზი, მასზე დაფუძნებით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიების შესახებ რეკომენდაციის შემუშავება.
- კომპანიის საერთო გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე მისი კატეგორი (ებ)ის ჭრილში გაყიდვების გეგმის შემუშავება და მათ შესასრულებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
- კონკურენტების კვლევა, ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერი“.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2.მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3.სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4.ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5.მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
6.მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7.ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8.ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
9.შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 589
უნიკალური ნახვები 575