26 თებ - 27 მარ
სტანდარტი
საექთნო საქმის აკადემიური კონკურსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • დოქტორი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 6-დან 9 წლამდე
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 032 218 5252
NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჯანდაცვის მიმართულებით (საექთნო საქმის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე)

პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი -8 საშტატო ერთეული
ასისტენტ - პროფესორი -5 საშტატო ერთეული
ასისტენტი - 4 საშტატო ერთეული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;(უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
  • ასისტენტ -პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორანტი. (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
  • აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნას პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • კლინიკური დისციპლინების სწავლებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალს მოეთხოვება საექთნო ან/და მედიცინის სფეროში შემდეგი:
  • შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი (მედიცინის სფეროსთვის)
  • პედაგოგიური და კლინიკური გამოცდილება:
  • პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 6 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 9 წელი;
  • ასოცირებული პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 3 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 5 წელი;
  • ასისტენტ-პროფესორს კლინკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 3 წელი;
  • ასისტენტს- დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში მიმდინარე კლინიკური პრაქტიკით მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენეზე
  • აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები
  • ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი წლების მითითებით
  • უცხო ენის (პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება.
  • შენიშვნა: საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის წაკითხვა

კონკურსის ვადები:
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 28 მარტიდან 2025 წლის11 აპრილის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 16 აპრილისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 18 აპრილისა;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის 22 აპრილისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 22 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კონკურსანტთა განაცხადების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის 46 , 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე (ტელ: +995 032 218 5252; +995 032 236 9160) ან ელ. ფოსტის საშუალებით info@neu.edu.ge
სამედიცინო
ჯანდაცვა
ნახვები 97
უნიკალური ნახვები 97