თარიღები: 05 ნოემ - 24 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: recruitment@georgianwater.com
ინჟინერია:  მექანიკოს-ინჟინერი ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

 შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის თანამდებობაზე.

 

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

  • კომპანიის მისიის, მიზნების, ფასეულობებისა და ღირებულებების ცოდნა და გაზიარება;
  • შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობების სრულყოფილად შესრულება და დაცვა;
  • გასამრიცხველიანებელი მომხმარებლების წინასწარი ტექნიკური შესწავლა, მოსახლეობის ინფორმირება და გაფრთხილება მოსალოდნელი გამრიცხველიანების თაობაზე;
  •  წყალმზომის კვანძის მოწყობის ადგილის შერჩევა,
  • წყალმზომის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პრობლემური ადგილების შესწავლა და მისი ზემდგომებთან წარდგენა და /ან გადაწყვეტა;
  • შესწავლილი ობიექტების (ქუჩა, მასივი..)  დოკუმენტაციის გადაცემა საქმისმწარმოებლისთვის;
  • სამუშაო ჟურნალის წარმოება;
  • დაკისრებული მოვალეობის დროული და პროფესიონალური შესრულება;
  • კომპანიის შინაგანაწესით, დებულებებითა და ბრძანებებით განსაზღვრული ნორმების დაცვა;
  •  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის  და ტექნიკური უსაფრთხოების წესების და ნორმების, ასევე შპს“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ში შრომის უსაფრთხოების კუთხით  მომქმედი ნორმატიული დოკუმენტების და ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვა.  
  •  პასუხისმგებელია:  სამუშაოს დაწყების წინ მის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს ჩაუტაროს შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსტრუქტაჟი, აგრეთვე  უსაფრთხო ორგანიზებაზე, საორგანიზაციო და ტექნიკური ღონისძიებების შესრულებაზე სამუშაოების წარმოებისას.
  • თვალყური ადევნოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას სამუშაოების წარმოებისას.
  • პასუხისმგებელია მის ხელთ არსებული და კომპანიის კუთვნილი ინვენტარის, მასალების, სამარჯვების და ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების დაზიანებასა და/ან დაკარგვაზე.
  • წარუდგინოს ზემდგომ ხელმძღვანელებს ინფორმაცია დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ და წინადადებები  დადგენილი მოთხოვნების დამრღვევი თანამშრომლების მიმართ დისციპლინარული ზომების მიღებასთან დაკავშირებით.
  • დროულად შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს შემთხვევები, როცა არ არის ხელმისწვდომი/არ გამოიყენება:
    • თანამშრომლებისთვის აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

    • აუცილებელი ხელსაწყოები, საწარმოო საშუალებები და სამარჯვები, რომლებიც აუცილებელია თანამშროლების კოლექტიური დაცვისთვის მოქმედი სტანდარტების და მოთხოვნების თანახმად.

    • თანამშრომლებს შორის საგანგებო მდგომარეობის, ტრავმების და უბედური შემთხვევების, გარემოსთვის ზიანის მიყენების და მესამე პირებისა თუ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქონებისთვის ზარალის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები უნდა შეწყდეს, როცა:

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იარაღებთან მუშაობის გამოცდილება (წერაქვი, ნიჩაბი, ძალაყინი, სანგრევი ჩაქუჩი, ფრეზი....)
  • სასურველია მრიცხველის მონტაჟის ნორმებისა და წესების ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • ფიზიკურად ჯანმრთელი, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის, დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 – 18:00)

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2018 წლის 26 ნოემბრისა

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. 

მსგავსი განცხადებები
Engineer

ENCOTEC


12 ნოემ - 11 დეკ

POSM ინსტალატორი კახეთში

Global Beer Georgia


26 ოქტ - 24 ნოემ

POSM ინსტალატორი ფოთსა და ზუგდიდში

Global Beer Georgia


29 ოქტ - 27 ნოემ

Technical Sales Manager

DUFAUD Sébastien


05 ნოემ - 28 ნოემ

დამოწმება/დაკალიბრების ლაბორატორიის  თანამშრომელი

მეტროლოგი


06 ნოემ - 05 დეკ

დასაქმება პოლონეთში

ალტერა კონსალტინგი


02 ნოემ - 01 დეკ

ელექტრონიკისა და საწარმოო პროცესების პროგრამირების სპეციალისტი ნატახტარში

ბარამბო


29 ოქტ - 16 ნოემ