თარიღები: 26 ოქტ - 24 ნოემ
მდებარეობა: ხობი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: info@bst.socar.az
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი) ფინანსები(ზოგადი)

შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყულევის საზღვაო ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე  ხობის რაიონ,  სოფელ ყულევში.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას.

 

სავალდებულო მოთხოვნები ვაკანსიაზე: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბუღალტერიის/ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით);
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • მოწესრიგებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და შედეგების წარდგენის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების  უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ზეპირი და წერილობითი ანგარიშგების კარგი უნარი;
  • მათემატიკური, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დაკისრებული საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობისას პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

 

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

  • ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე;
  • სამუშაო პერიოდი -  კვირის ყოველი დღე - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.);
  • საწარმოო აუცილებლობით გამოწვეულ ზეგანაკვეთურ სამუშაო დროში ნამუშევარი საათების ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;  
  • უფასო  ერთჯერადი კვება;
  • კორპორაციული სატელეფონო მომსახურეობა;
  • კორპორაციული ტრანსპორტით სარგებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და ოჯახის) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

 

   დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • დიპლომის ასლი;
  • ტრეინინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

რეზიუმე (CV) სხვა დოკუმენტებთან ერთად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@bst.socar.az

მსგავსი განცხადებები
ბუღალტრის თანაშემწე / მთავარი ფინანსური ოფიცერი

ა-ლოგი


31 ოქტ - 29 ნოემ

სტაჟირება ფინანსებისა და ბუღალტერიის განყოფილებაში

მიმინო თრეველ ჯორჯია


12 ნოემ - 03 დეკ

ფინანსური მენეჯერი

მიმინო თრეველ ჯორჯია


12 ნოემ - 03 დეკ

1 C ოპერატორი

ნატურლენდი


01 ნოემ - 30 ნოემ

1C ოპერატორი

G&A GROUP


06 ნოემ - 05 დეკ

Accountant

CASINO JEWEL


08 ნოემ - 07 დეკ

Accountant

Geoholding


05 ნოემ - 03 დეკ