- მოქნილი გრაფიკი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
კომპანიის შესახებ:
მირკო ფეთი (Mirco Pet - https://mircopet.ge) წარმოადგენს შ. პ. ს. მირკოს,
ერთერთ მიმართულებას, რომელიც არის – Bewital
Petfood – ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში (https://www.bewital-petfood.com)
2020 წლიდან.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შინაური ცხოველებისთვის (ძაღლები და კატები)
მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების და აქსესუარების ფართო არჩევანს. კომპანიის პრიორიტეტია ინდივიდუალური
მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან და მაღალკვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით
შინაური ცხოველების კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული საკვები პროდუქტის შერჩევა .
შ. პ. ს. მირკო აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე
თბილისში არსებულ საცალო სავაჭრო ობიექტებზე (შესაძლოა გამოყენებულ
იქნას როტაციის პრონციპი)
ადგილმდებარეობები:
- ზ.ფალიაშვილის ქ. N66 (ვაკე);
- გაგარინის ქ. 14/16 (საბურთალო);
- კ.ჩაჩავას ქ. N2/ა (დიღომი);
- ვ.ლობჟანიძის ქ. N1 (ისანი).
სამუშაო განაკვეთი:
- სამუშაოს ტიპი -მოქნილი გრაფიკი
- სამუშაო დრო - 10-19 სთ. (შესვენება 1 საათი)
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის საცალო რეალიზაცია.
- სალარო აპარატთან მუშაობა.
- სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა.
- პროდუქციის ვადების კონტროლი.
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა
- მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა (ტრენინგს უზრუნველყოფს კომპანია).
ძირითადი მოთხოვნები:
- მობილიზებული
- ორგანიზებული,
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
- კომუნიკაბელური,კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის უნარი.
- სასურველია საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: ერთი სრული (10-19 სთ) სამუშაო დღე - 60 ლარი, ხოლო დასვენების დღეებში (შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები) მუშაობის შემხვევაში, ერთი დღე 70 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას და CV გააგზავნოთ - „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.