24 თებ - 23 მარ
სტანდარტი
საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 900
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
კომპანია "Easy Way" ქვეყნის ლიდერი საკურიერო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

შპს "იზი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის (Call-Center-Operator) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის 7 (სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"); სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი - პარასკევი;
ანაზღაურება: პირველი თვე 800 ლარი, მეორე თვიდან 900 ლარი;

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა თქვენს სამომავლო გეგმებშია?
"იზი ვეის" გუნდში ზუსტად თქვენნაირ ადამიანებს ველოდებით!

თუკი მეგობრული სამუშაო გარემო თქვენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდით ჩვენთან მარტივად!

გაეცანით ჩვენს ვაკანსიას და გამოგვეხმაურეთ თუ:
  • გუნდური მუშაობა გიყვართ და ამავე დროს, დეტალებზე ორიენტირებული ხართ;
  • ხართ პასუხისმგებლობიანი და არ უშინდებით გამოწვევებს;
  • შეგიძლიათ ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემა;

გაინტერესებთ რას გთავაზობთ?
  • პროფესიონალების გუნდს, რომელიც გაგიმარტივებთ კომპანიაში ადაპტაციის პროცესს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა კანდიდატისთვის თანაბარია;

თქვენი მოვალეობები ამ პოზიციაზე იქნება:
  • საკურიერო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა, როგორც ვერბალურად ასევე წერილობით;
  • შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება;

თქვენგან კი დაგვჭირდება:
  • უმაღლესი განათლება;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/d862508599a8c4fa46430e343855c312

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 392
უნიკალური ნახვები 389