საკრედიტო ექსპერტი ლაგოდეხსა და და წნორში

თარიღები: 25 ოქტ - 23 ნოემ
მდებარეობა: ლაგოდეხი წნორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@geocredit.ge
საბანკო:  საკრედიტო მენეჯერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

თანამდებობა:  საკრედიტო ექსპერტი

ადგილმდებარეობა: ლაგოდეხი, წნორი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2018 წელი

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
  • აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
  • ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს ან/და აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel)  მაღალ დონეზე ცოდნა;

 

აუცილებელი უნარები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • სერვისზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + ბონუსი;
  • კორპორატიულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
  • კარიერულ განვითარების შესაძლებლობას მზარდ ორგანიზაციაში.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის და ფილიალის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა.   

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
დაკრედიტების ჯგუფის უფროსი ზუგდიდში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


08 ნოემ - 20 ნოემ

მიკრო საკრედიტო ექსპერტი ქვემო ქართლში

საქართველოს ბანკი


14 ნოემ - 28 ნოემ

საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოპერატორი

საქართველოს ბანკი


14 ნოემ - 28 ნოემ

საკრედიტო ექსპერტი

ლაზიკა კაპიტალი


26 ოქტ - 24 ნოემ

საკრედიტო ჯგუფის უფროსი

ლიბერთი ბანკი


06 ნოემ - 20 ნოემ

საკრედიტო ჯგუფის უფროსი

ლიბერთი ბანკი


07 ნოემ - 20 ნოემ

საკრედიტო ჯგუფის უფროსი

ლიბერთი ბანკი


14 ნოემ - 24 ნოემ