შემდეგი
05 თებ - 06 მარ
სტანდარტი
მოლეკულური ბიოლოგი
თბილისი
სამედიცინო გენეტიკური ლაბორატორია
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: resume@kromos.ge
ISO სერტიფიკატის მქონე სამედიცინო გენეტიკური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას მოლეკულური ბიოლოგის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ:
- ჰარმონიული გუნდური სამუშაო გარემო და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია
- ადგილმდებარეობა - თბილისი
- სამუშაო განაკვეთი - სრული
- ანაზღაურება კანდიდატის კომპეტენციისა და შესასრულებელი მოვალეობების გათვალისწინებით
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- დაქვემდებარება: ლაბორატორიის მენეჯერი / ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- მოლეკულურ გენეტიკური კვლევების ჩატარება: მათ შორის, დნმ/რნმ-ის ექსტრაქცია, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR), სექვენირება - შემდეგი თაობის სექვენირება (NGS), სენგერის მეთოდით სექვენირება.
- ნიმუშების რეგისტრაცია, მომზადება.
- მარაგების აღრიცხვა/მართვა, აღჭურვილობის დადგენილი წესით მოვლა.
- რეპორტინგი (დადგენილი წესით) უშუალო ხელმძღვანელთან, დირექტორთან (საჭიროების შესაბამისად).
- დოკუმენტაციის მართვა.
- მუშაობა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის (ISO) და ლაბორატორიული საუკეთესო პრაქტიკის (GLP) პირობების დაცვით.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
- უმაღლესი განათლება ბიოლოგიის/გენეტიკის მიმართულებით - მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის სათანადო დონეზე ცოდნა.
- მოლეკულურ გენეტიკური ტესტების ჩატარების გამოცდილება - დნმ-ის ექსტრაქცია, PCR, NGS-ის ცოდნა და/ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ქართული ენის გამართულად ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება, წერა).
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პირადი და გუნდური პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პირადი ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: resume@kromos.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 15 თებერვალი.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რაც გამოყენებულ იქნება მხოლოდ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირ(ებ)ს თქვენი თანხმობის გარეშე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების განხილვის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია
ნახვები 109
უნიკალური ნახვები 101