შემდეგი
05 თებ - 07 მარ
სტანდარტი
ქსელის ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@coffeesta.com
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 7 "coffee shop"-ით.
ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლათფორმებს: https://www.instagram.com/coffeesta__/ https://www.facebook.com/coffeestaGeo https://www.coffeesta.com/
გრაფიკი: სრული განაკვეთივ 5/2
სამუშაო საათები : 10:00სთ.– 18:00სთ.;
ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, დ.გამრეკელის #19
ანაზღაურება : 1500 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები
- ქსელში შემავალი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ობიექტების თანამშრომლების კოორდინაცია და მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი და მონიტორინგი;
- ქსელში არსებული სტანდარტების კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
- არსებული სამოტივაციო და საბონუსე სისტემების ადმინისტრირება;
- ტექნიკური სამსახურის კოორდინაცია;
- ხარისხის კონტროლი;
- ინტერიერისა და ექსტერიერის ვიზუალური მხარის კონტროლი;
- ობიექტებზე შემოვლა-მონიტორინგი;
- ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოება;
- თანამშრომელთა მიღება- გათავისუფლებაში მონაწილეობის მიღება როგორც ფიზიკურად, ასევე დოკუმენტურად იურისტთან და HR თან ერთად
- Self სისტემის ადმინისტრირება ქსელის მასშტაბით
- დასაქმებულების სამუშაო დროის დათვლა და კონტროლი სისტემურად
- ქსელის სახელფასო რეპორტის მომზადება სისტემის მიხედვით HR თან ერთად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მომსახურების სფეროში გამოცდილება აუცილეებლია;
- F&B მიმართულებით მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამედიცინო კორპორატიულ დაზღვევას;
- ჩვენს პროდუქციაზე 40% ფასდაკლებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
„კოფისტა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 260
უნიკალური ნახვები 247