04 თებ - 05 მარ
სტანდარტი
დისპეტჩერი / დისტანციური მართვის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ქართული,ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია ოილ ლოჯისტიკი აცხადებს აცხადებს ვაკანსიას - დისპეტჩერის (დისტანციური მართვის ოპერატორის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და შეთანხმების საფუძველზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღალგაბარიტული ავტომობილების, ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულაციების შესაბამისად, გადაზიდვების/გადაადგილების შეუფერხებელად უზრუნველყოფა,
  • სატრანსპორტო რეგულაციების ნორმატიული აქტების დაცვის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო პროცესების ახალი რეგულაციების შესაბამისად შეცვლა .
  • მარშრუტის კვლევები, ინსპექტირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
  • ავტომობილების გადაადგილების, დატვირთვის, გადმოტვირთვის დროის/ვადების, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც, კონტროლი.
  • ავტომობილებისა და მათი მძღოლების მიერ განრიგით დაგეგმილი და გაწეული სამუშაოს დეტალების პროგრამაში დროული-ზუსტი ასახვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • ავტოპარკის ტექნიკურ ჯგუფთან თანამშრომლობა, ავტომობილების სათანადოდ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, დაგეგმილ მარშრუტზე გამგზავრების უზრუნველსაყოფად.
  • მყისიერი რეაგირება ადგილზე პრობლემატური საკითხების და საგანგებო სიტუაციების წარმოშობისას, კოორდინირება კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

ძირითადი მოთხოვნები:
  • გამოცდილება სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში. განსაკუთრებით დიდი ზომის ან მძიმე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • სასურველია საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ნებართვების მართვის გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

უნარ-ჩვევები:
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - “subject”-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)
ნახვები 282
უნიკალური ნახვები 264