მარკეტინგის მენეჯერი

თარიღები: 24 ოქტ - 22 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@veziri.net
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას მარკეტინგის მენეჯერის  თანამდებობაზე დასაქმების მიზნით

 

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი

ვაკანსიის გამოცხადების თარიღი: 24/10/18

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  24/11/2018 (1თვე)

დასაქმების სავარაუდო თარიღია: 24/12/2018

 

თანამდებობა:   მარკეტინგის მენეჯერი

განყოფილებაბიზნესის განვითარების  დეპარტამენტი

თანამდებობის ზოგადი მიზანიკომპანიის მარკეტინგის წარმართვა.

ექვემდებარებაუშუალოდ: ბიზნესის განვითარების   დირექტორს

დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული ტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
  • კომპანიის პოზიციონირება;
  • ბაზრის სეგმენტაცია სხვადასხვა ნიშნით, შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდების ეფექტური არხების მოძიება;  
  • კომპანიის ცნობადობის გაზრდისა და პოზიტიური იმიჯის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა პრომო აქციების დაგეგმვა და განხორციელება,  მათ შორის პრეს რელიზების მომზადება ბეჭდურ თუ ციფრულ მედიაში, პრომო ვიდეო გროლების დამზადება, სპონსორობა და ა.შ
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზება (გამოფენები, კონფერენციები, საქველმოქმედო აქციები, და ა.შ.);
  • როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პრესისთვის თვალყურის დევნება, რელევანტური მიმდინარე მოვლენების კომპანიის საქმიანობასა და მიზნებთან დაკავშირება;
  • ჩატარებული საპრომოციო ღონისძიებების უკუგების ანალიზი. (feedback) (კომპანიის ცნობადობის კვლევა, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა და ა.შ);
  • საჭიროების შემთხვევაში ბრენდის მაიდენთიფიცირებელი სიმბოლიკის დახვეწა და გაუმჯობესება (ლოგო, სლოგანი, სახელწოდება )
  • კომპანიის ვებ გვერდის, ასევე სოციალური ქსელების ანგარიშების მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის მათ ვიზუალზე და შინაარსზე ზრუნვა და მუდმივი განახლება;
  • საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება;
  • დარგში მიმდინარე სიახლეების შესახებ პრეს-რელიზების მომზადება და მიზნობრივი გამოქვეყნება;
  • მედიისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;
  • კომპანიის წარდგენა მედიისა ან/და საზოგადობის წინაშე (მედიასთან ურთიერთობა);
  • ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის საჯარო გამოსვლებისას წარმოსათქმელი სიტყვის პროექტის შემუშავება.
  • ორგანიზაციის შიდა PR განვითარება, თანამშრომლებისთვის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით (newsletters). ამ ნაწილში მჭიდროდ თანამშრომლობს HR მენეჯერთან

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: უმაღლესი (სპეციალობა არ არის შეზღუდული)

 

კვალიფიკაცია/კომპეტენცია:  

  • სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების ბიზნესის ცოდნა,  B2B სფეროს მართვის პრინციპები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, ბიზნესის ადმინისტრირება.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (როგორც სასაუბრო, ისე წერითი);
  • საოფისე პროგრამების MS Office გამართული ცოდნა
  • სასურველია: საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის  პროფესიული კურსი; სწავლება კომპანიის პროდუქტების შესახებ;ხარისხის მართვის სისტემის (ISO 9001:2015) ცოდნა;

 

საჭირო უნარ-ჩვევები

  • მართვის უნარი (დაგეგმვა, შესრულება, შემოწმება, დაკვირვება, გაუმჯობესება);
  • ხელმძღვანელის/ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები;
  • კომუნიკაციის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ;
  • ქართულად და ინგლისურად გამართულად წერის და საუბრის უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების  გამართული ცოდნა,
  • პრეზენტაბელურობა;
  • გამორჩეული ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი, თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
  • აღრიცხვისა და ანგარიშების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • პრობლემის ფართო ხედვის უნარი, საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომა, პრობლემის/საფრთხის წინასწარ ხედვის უნარი-ნებისმიერ შემთხვევაში სათადარიგო გეგმის არსებობა
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სასურველია: მართვის მოწმობა (კატეგორია B)

 

სამუშაო გამოცდილება:

  • მსგავს სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

 

სამუშაო პირობები

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემა და სოციალური პაკეტი;
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია
  • სამუშაო გრაფიკი:  5 დღიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7;
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი  ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად;

 

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად 16 წელი)

შეზღუდვები:  კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად,  კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი;

 

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. ტოლფასი სამუშაოს შემთხვევაში როგორც ქალი, ასევე მამაკაცი

თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანაბარი ოდენობის  ანაზღაურებით . თანამშრომელი თავისუფალია  შექმნას დასაქმებულთა გაერთიანება ან გაწევრიანდეს მსგავსს გაერთიანებებში. მოითხოვოს დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების პროცესის ორგანიზება. 

 

დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

 

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: მარკეტინგის მენეჯერი/Marketing Manager)

 

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

მსგავსი განცხადებები
Marketing Manager

Format group


23 ოქტ - 21 ნოემ

Marketing Specialist

ავტობანი


06 ნოემ - 20 ნოემ

PR & Marketing Manager

International Company


09 ნოემ - 08 დეკ

PR and Marketing Communication Specialist

TAÇ


07 ნოემ - 30 ნოემ

PR მენეჯერი

აპპ გეო


02 ნოემ - 20 ნოემ

PR მენეჯერი ქუთაისში

კრეატიული ხელოვნების აკადემია


13 ნოემ - 25 ნოემ

PR მენეჯერის ასისტენტი

ჯანმრთელი ცხოვრება


24 ოქტ - 22 ნოემ