30 იან - 28 თებ
ვიპ
უმცროსი ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@anagi.ge
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის თანამდებობაზე ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისა და საბუღალტრო ოპერაციებისათვის.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (შესვენება 1 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- საბუღალტრო სისტემაში პირველადი დოკუმენტაციის ასახვა და ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის ანალიზი;
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო სისტემაში;
- მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად;
- სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სათანადო მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა)
- სულ მცირე, 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- Oris/1C-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება - თემა: ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ.
გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (უმცროსი ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: www.anagi.ge გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 636
უნიკალური ნახვები 585