კომპენსაციების და ბენეფიტების სპეციალისტი

თარიღები: 22 ოქტ - 20 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: hr@borjomi.com
ადამიანური რესურსები:  ხელფასები

შპს „აი დი ეს ბორჯომი საქართველო, აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“ აცხადებს კომპენსაციების და ბენეფიტების სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 (ერთი საათი შესვენება);

საგამოცდო ვადა: 3 თვე, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 6 თვემდე;

ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული პრემიები;

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • დასრულებული უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
  • დასრულებული ადამიანური რესურსების მართვის კურსი, მისაღებია როგორც დამოუკიდებელი სერტიფიცირებული კურსი, ასევე უნივერსიტეტის/მაგისტრატურის კრედიტი;
  • ფინანსური დაგეგმვის-ბიუჯეტირების პროცესის ზოგადი ცოდნა;
  • მრავალ ცვლადიანი მონაცემთა ბაზების პერიოდული განახელების,  არქიტექტურის და ანალიზის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
  • MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის პროგრამა;
  • საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ მივლინებებისთვის მზაობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯგუფის სახელფასო ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა - ბიუჯეტის დრაფტ ვერსიის მომადება, ყოველთვიური ფაქტიური მონაცემების შედარება ბიუჯეტთან, შესაბამისი ანალიზის მომზადება;
  • სათავო ოფისის სახელფასო - საბონუსე უწყისების მომზადება, შვილობილი კომპანიების უწყისების კონტროლი-დადასტურება;
  • სათავო ოფისის თანამშრომლების მატერიალური ბენეფიტების გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, ვიზირების მიღება, აღრიცხვა,  დაარქივება და ბენეფიტის დროული გაცემის კონტროლი.
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების თანამშრომლებზე გაწეული ხარჯების აღრიცხვა, გადახრების კონტროლი და ანალიზი;
  • შვილობილი კომოანიების მიერ წარდგენილი პერიოდული ანგარიშგების ანალიზი, კორექტირება, რეკომენდაციების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში ჯგუფში შემავალი კომპანიების სტრუქტურის განახლებაში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის მოთხოვნის შესაბამის რეპორტების შედგენა - არსებულის გაუმჯობესება,  მათი გაცნობა თანამშრომებისთვის;
  • კორპორატიული ცენტრის მიერ მოთხოვნილი  ინფორმაციის დროული მომზდება და წარდგენა;
  • აუდიტორებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის დროული მომზადება და წარდგენა;
  • მომავალში ჯგუფის კომპანიებში სახელფასო, არმ პროგრამის დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა, რეკომენდაციების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ახალი მოსული თანამშროლების სწავლება, პროგრამაში სათავო ოფისის თანაშრომლების მონაცემების შეყვანა-დამუშავება.
  • სახელფასო კვლევებში მონაწილეობა, კვლევისთვის საჭირო ანგარიშების მომზადება;

 

 

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@borjomi.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - С&B Specialist, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15.11.2018

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

 

გისურვებთ წარმატებებს.

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
Remote Consultant Compensation Specialist

Scopic Software


07 ნოემ - 06 დეკ

ხელფასების მართვის სპეციალისტი

ბი-ემ-სი გორგია


09 ნოემ - 16 ნოემ